2017-06-09 17:52:36, 2932 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
Birja Mafia-ს დაკავებული წევრი სამართალდამცველებს ძალადობაში ადანაშაულებს
ჯგუფ Birja Mafia-ს დაკავებული წევრი მიხეილ მგალობლიშვილი სამართალდამცველებს ძალადობაში ადანაშაულებს.
როგორც მგალობლიშვილმა დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე აღნიშნა, დაკავების დროს მას უფლებები არ განუმარტეს და ასევე დაკავების ოქმი არ გადაუციათ.
მგალობლიშვილი დაკავებას კლიპს უკავშირებს, სადაც პოლიციელი გააშარჟეს.
ბრალდებულის თქმით, პოლიცია მას თავში ურტყავდა და აღიარებითი ჩვენების მიცემას აიძულებდა.
"მირტყამდნენ თავში, მაიძულებდნენ აღიარებას, რომ ნარკოტიკი ჩემი იყო", - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ შსს-ს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან