01:37 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-08 10:43:36, 1791 ნახვა

საზოგადოება
9 ივნისის ჩათვლით, საქართველოს ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი

9 ივნისის ჩათვლით, საქართველოს ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 8  ივნისს შესაძლებელია ძლიერი წვიმა და სეტყვა, ტემპერტაურა +30 გრადუსი იქნება, 9 ივნისს +32 გრადუსი სითბო და ხანომკლე წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი, 10-11 ივნისს ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი.

დღეს დედაქალაქ თბილისში +25 გრადუსი სითბო და უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი, 9 ივნისს +31 გრადუსი იქნება, ხოლო 10-11 ივნისს ხანომკლე წვიმა  ელჭექითაა მოსალოდნელი, ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, 8 ივნისს +30 გრადუსი სითბო და  ზოგან ხანომკლე წვიმაა მოსალოდნელი, 9 ივნისს ჰაერი +35 გრადუსამდე გათბება, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, 11 ივნისს  +25 გრადუსსა და ზოგან ხანომკლე წვიმას პროგნოზირებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics