22:29 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-07 15:19:24, 1588 ნახვა

საზოგადოება
სერვისების განვითარების სააგენტოს აზერბაიჯანის დელეგაცია ეწვია

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აზერბაიჯანის დელეგაცია ეწვია.

ვიზიტის მიზანს სააგენტოს საქმიანობის გაცნობა წარმოადგენდა.

აზერბაიჯანის დელეგაციას მიგრაციის პოლიტიკისა და იურიდიული დახმარების სამსახურის უფროსი, ვაჰიდ გარამანოვი, ხელმძღვანელობდა.

დელეგაციის წევრები სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მუშაობასა და მის მიერ განხორციელებულ პროექტებს გაეცნენ. გაიმართა პრეზენტაცია საქართველოში მიგრაციის პოლიტიკაზე. საუბარი შეეხო დოკუმენტების უსაფრთხოებასა და ბიომეტრიული პასპორტის მნიშვნელობას.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებს საშუალება მიეცათ, მონაწილეობა მიეღოთ იუსტიციის სახლის მიერ ორგანიზებულ ტურში, რათა უკეთ გასცნობოდნენ სერვისების გაცემის პროცესს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics