22:30 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-06 17:03:11, 1972 ნახვა

საზოგადოება
უნივერსიტეტის ქუჩაზე გზა 1,7 მეტრით გაფართოვდება

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, უნივერსიტეტის  და თამარაშვილის ქუჩების კვეთის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.

მერიის ინფორმაციით უნივერსიტეტის ქუჩის ამ მონაკვეთში სავალი ნაწილის გაფართოება 1 მეტრით 70 სმ მოხდება. სამუშაოების შედეგად, გზას ერთი ზოლი დაემატება, რომლის საშუალებით მანქანები თამარაშვილის ქუჩიდან ვაკის მიმართულებით იმოძრავებენ.

პროექტის ფარგლებში, უკვე მოხდა მიწისქვეშა კომუნიკაციების - „სილქნეთის“, „მაგთის“, „ახალი ქსელების“ კაბელების  შესაბამის ნიშნულზე მოყვანა, ასევე სანიაღვრე ქსელის, შუქნიშნების, ბილბორდების, განათების ბოძების ადგილმდებარეობის შეცვლა. უახლოეს მომავალში იგეგმება ავტობუსების განრიგის ტაბლოს გადატანაც. უნივერსიტეტის ქუჩაზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგების მიმდინარეობისას, შესაძლოა გზის მხოლოდ ნაწილობრივი გადაკეტვა. საგზაო სამუშაოები, დაახლოებით, 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტს, ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ჯეო სერვისი“ აწარმოებს.

 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics