20:53 - 02 Jul, 2026
|
2017-06-06 15:15:52, 1724 ნახვა
საზოგადოება
ქობულეთის ქუჩაზე შიდა-წყალკანალიზაციის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ვაკის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ქობულეთის 3/15-ში შიდა წყალ-კანალიზაციის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, დაზიანებული ქსელის გამო კანალიზაციიდან ამოსული წყალი არა მარტო ქობულეთის ქუჩაზე, არამედ მიმდებარე შროშის ქუჩაზე სისტემატურად მიედინებოდა. მათივე ინფორმაციით, რეაბილიტაციის შედეგად, პრობლემა ქობულეთის 3/15-ის 95 ოჯახს და შესაბამისად, შროშის ქუჩის მაცხოვრებლებსაც მოუგვარდება. სამუშაოების დაფინანსების ბრძანება მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ გადასცა. აღნიშნულ მისამართზე შიდა წყალ-კანალიზაციის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულებაა 43 224 ლარი. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)