|
2017-06-06 12:14:36, 1555 ნახვა
საზოგადოება
რაგბის 20 წლამდელთა ნაკრების წევრებმა უჯარმის ციხის ტერიტორია დაასუფთავეს
კახეთში, საგარეჯოსთან ახლოს პატარა სოფლის - უჯარმის ციხე, რომელსაც მე-3 საუკუნის შემდეგ, მტრის რამდენჯერმე მოგერიება მოუხდა, დღეს ნახევრად დანგრეულია. საპატრიარქოში მისთვის პირვანდელი სახის დაბრუნებას გეგმავენ. წელს, ციხის განახლების დაწყებამდე, მისი დალაგება და კეთილმოწყობა გახდა საჭირო. 5 ივნისს, გარემოს დაცვის დღეს, ეს საქმე საქართველოს მორაგბეთა 20 წლამდელთა ნაკრებმა ითავა. ციხის დასუფთავებაში ნაკრებს თიბისი ბანკის თანამშრომლები ეხმარებოდნენ. მორაგბეებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი და გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებიც შეუერთდნენ.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|



დასუფთავებულ ადგილზე კოშკი ჯერ უნდა დაშალონ, შემდეგ კი იგივე ქვებით ხელახლა ააგონ, რაც განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის არის სასიხარულო, რომლებიც დასუფთავებაში მონაწილეობდნენ.
მორაგბეები თავიანთი ფიზიკური მონაცემების წყალობით მძიმე ფიზიკურ სამუშაოებს მარტივად უმკლავდებიან. სიმბოლურად მათ გოგონებიც ეხმარებიან. „კარგი იქნება თუ მსგავსი ღონისძიებები ხშირად მოეწყობა. ეს სამომავლოდ გარემოს დასუფთავებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა „თიბისი“ ბანკის თანამშრომელმა - მარიამ ჩემჩიშვილმა.

ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)