|
2017-06-04 17:19:07, 1986 ნახვა
საზოგადოება
შოთა რეხვიაშვილმა დევნილი ბავშვები „მთაწმინდის პარკში“ გაასეირნა
4 ივნისს აგრესიის მსხვერპლი უდანაშაულო ბავშვების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა დევნილი ბავშვები „მთაწმინდის პარკში“ გაასეირნა. დევნილმა ბავშვებმა ფერადი ცარცით, მშვიდობის თემაზე, სხვადასხვა ნახატები შეასრულეს და „მთაწმინდის პარკში“ არსებული ატრაქციონებით უფასოდ ისარგებლეს. 1982 წელს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 4 ივნისი აგრესიის მსხვერპლი ბავშვების საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. 4 ივნისის აღნიშვნა მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას იმ ემოციური თუ ფიზიკური ძალადობის შესახებ, რომლებსაც უდანაშაულო ბავშვები განიცდიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს დღე ადასტურებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ვალდებულებას, დაიცვას ბავშვები და მათი უფლებები. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)