|
2017-06-04 15:58:40, 2076 ნახვა
საზოგადოება
ქართლში, სოფელ ხიდისთავში, ღვინის კაფე Gates of Ateni გაიხსნა
ემზარ ჩიტუაშვილის მარანში, ქართლის საოჯახო მარნების ასოციაციის ხელშეწყობით, ღვინის კაფე Gates of Ateni გაიხსნა. კაფეში ქართლის და სხვა კუთხეების საოჯახო მარნების საუკეთესო ღვინოები გაიყიდება, რომლებსაც ქართლის საოჯახო მარნების ასოციაცია შეარჩევს. დღეს კაფეს ქართველი მეღვინეები, საოჯახო მარნების მფლობელები და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები სტუმრობდნენ. სტუმრებმა ასოციაციის ახალი ბრენდის "ღვინის ოსტატების" სერიის ღვინოები დააგემოვნეს. იდეის ავტორებს იმედი აქვთ, რომ ღვინის კაფე Gates of Ateni ქართლის ტურისტული მარშრუტის ღვინის გზის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება. "ეს წამოწყება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საოჯახო მარნების განვითარებას, რადგან გაჩნდა კიდევ ერთი საინტერესო ადგილი, სადაც საოჯახო ღვინოები გაიყიდება" - განაცხადა ასოციაციის დირექტორმა ანდრო ბარნოვმა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)