|
2015-04-16 18:38:48, 620 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის მხარდაჭერით კონფერენცია “დანაშაულის ეფექტური პრევენცია” გაიმართება
საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის მხარდაჭერით, იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და „ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს“ (ELSA Georgia) ორგანიზებით, ხვალ, 17 აპრილს, კონფერენცია „დანაშაულის ეფექტური პრევენცია“ გაიმართება. ღონისძიებას თბილისისა და გორის უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები დაესწრებიან. პროექტის მიზანია საქართველოში დანაშაულის პრევენციაზე მიმართული პროგრამების გაცნობა და მათი პოპულარიზაცია, არსებული გამოწვევების განხილვა, ეფექტიანი და ინოვაციური მიდგომების დანერგვა, სტუდენტებში ამ მიმართულებით სამართლებრივი ცნობიერების დონის ამაღლება და ამ სფეროში არსებულ აქტუალურ საკითხებზე მსჯელობა. კონფერენციაზე მომხსენებლები იქნებიან იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი ჯონი კვინიკაძე, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები. კონფერენცია ქალაქ დოჰაში მიმდინარე დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების გაეროს მე-13 საერთაშორისო კონგრესს ეძღვნება. კონგრესი 12 აპრილს გაიხსნა და 19 აპრილს დასრულდება. ცნობისთვის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დანაშაულის პრევენციის კონგრესი 1955 წლიდან ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. კონგრესი, როგორც გლობალური ფორუმი, სახელმწიფოებსა და ამ სფეროში მოქმედ სპეციალისტებს შორის, გამოცდილების გაზიარების საშუალებას იძლევა. მისი მთავარი მიზანია დანაშაულის პრევენციის პოლიტიკის და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის ეფექტიანი მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა მთელ მსოფლიოში.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)