17:55 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-02 19:02:46, 1749 ნახვა

საზოგადოება
ხულოს სოფლებში ნაგვის ურნები განთავსდება

დღეს ხულოს ცენტრში დასუფთავების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. 

ღონისძიებას აჭარის მთავრობის თვამჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის წევრებთან და ხულოს მაჟორიტარ-დეპუტატთან საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძესთან ერთად დაესწრო.

დღეიდან მუნიციპალიტეტის 40 სოფლში 90 ნაგვის ურნა განთავსდება და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა სპეციალური ტექნიკით განხორციელდება. 

პროგრამის მეშვეობით აჭარის მაღალმთიანეთში ხელოვნური ნაგავსაყრელების არსებობის პრობლემა მოიხსნება.

მსგავსი პროგრამა ქედის მუნიციპალიტეტში უკვე აქტიურად მუშაობს. ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლებიდან მყარი ნარჩენების გასატანად ორი მაღალი გამავლობის სპეციალური ავტომობილი იმუშავებს. 

მათ შეძენაზე ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 300 ათასი, ხოლო ნაგვის ურნებისთვის 65 ათასი ლარი გაიხარჯა.

ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტებიდან ნარჩენებს ბათუმის ნაგავსაყრელზე კვირაში სამჯერ გაიტანენ.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics