10:29 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-01 13:47:16, 2558 ნახვა

სამართალი
ევროპოლის გენ-დირექტორი ქართველ პოლიციელებს: ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება (ვიდეო)

ევროპოლის გენერალურმა დირექტორმა რობ უენრაითმა ქართველ პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა.

საგანგებო ვიდეომიმართვას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

„თქვენს ხალხზე ჯონ სტეინბეკმა დაწერა: „ვერაფერი გატეხს მათ ინდივიდუალობას და მათ სულს“. ვფიქრობ, რომ ეს სული ჩანს იმ ყოველდღიურ საქმიანობაში, რასაც თქვენ და თქვენი კოლეგები დანაშაულისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ახორციელებთ. მჯერა, რომ ეს საქმიანობა განვითარდება ევროპოლთან თანამშრომლობის სფეროში დადებული შეთანხმების ფარგლებში. მოუთმენლად ველით საქართველოს სრულ ინტეგრაციას ევროპელ სამართალდამცველთა საზოგადოებაში. ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება, რათა ერთად გავხადოთ ევროპა და საქართველო კიდევ უფრო უსაფრთხო“, - აღნიშნა ევროპოლის გენერალურმა დირექტორმა საგანგებო ვიდეომიმართვაში.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში ილია თოფურიას ორთაბრძოლის დროს, თავდასხმა იგეგმებოდა - 8 ეჭვმიტანილი დააკავეს
ირანის რეჟიმის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყაველაშვილს აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე დასწრებისთვის
უკრაინამ იერიში მიიტანა ყუბანში მდებარე ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე და როსტოვში მდებარე დიდ თავდაცვით ქარხანაზე
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics