10:30 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-31 14:36:55, 2248 ნახვა

სამართალი
ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი „მწვანე საზღვრის“ კვეთის დროს დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით,  ჟურნალისტის დაკავება "მწვანე ზონაში" მოხდა, სადაც პასპორტი საჭირო არაა.

„შსს-მ დაიწყო გამოძიება, მიმართა უკვე აზერბაიჯანულ მხარეს, იქ ოფიციალური განცხადება უკვე გააკეთეს როგორც ჩემთვის ცნობილია. როგორც აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, ის დააკავეს მწვანე საზღვრის კვეთის დროს და არა გამშვებ პუქტზე.იქიდან პასპორტით არ გადადიან, პასპორტი არ სჭირდებათ.დაგვიზუსტებენ, რომელ მხარეზე გადადიოდა, სად გადადიოდა, რა მოხდა და ჩვენ შევისწავლით ამ ყველაფერს“,-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ცნობისთვის, შსს-მ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო.

შეგახსენებთ, 29 მაისს თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი, აფგან მუხთარლი გაუჩინარდა. მოგვიანებით დადგინდა, რომ იგი პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე, აზერბაიჯანში გადაიყვანეს. აფგან მუხთარლი ამჟამად ბაქოშია დაპატიმრებული. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში ილია თოფურიას ორთაბრძოლის დროს, თავდასხმა იგეგმებოდა - 8 ეჭვმიტანილი დააკავეს
ირანის რეჟიმის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყაველაშვილს აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე დასწრებისთვის
უკრაინამ იერიში მიიტანა ყუბანში მდებარე ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე და როსტოვში მდებარე დიდ თავდაცვით ქარხანაზე
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics