|
2017-05-30 12:27:59, 2337 ნახვა
სამართალი კომენტარი
სახაზინო ადვოკატი: ჩვენი საქმიდან აცილება მოვითხოვეთ, თუმცა დეკანოზმა ჩათვალა, რომ საქმეში უნდა დავრჩენილიყავით
მამა გიორგი მამალაძისთვის სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატის, პაატა მეხრიშვილის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მათ დააყენეს საკუთარი თავის აცილების შუამდგომლობა, ვინაიდან მიიჩნევდნენ, რომ ბრალდებულს ჰყავდა ადვოკატები შეთანხმებით და მათი საქმეში მონაწილეობა სავალდებულო აღარ იყო. თუმცა, მისივე განმარტებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატები მაინც უნდა დარჩენილიყვნენ საქმეში და დაეცვათ ბრალდებულის ინტერესები. ამასთან, პაატა მეხრიშვილმა აღნიშნა, რომ მამა გიორგი მამალაძემაც გამოთქვა სურვილი, საქმეში მათი მონაწილეობის თაობაზე. „დღევანდელ პროცესზე დავაყენეთ შუამდგომლობა, ვინაიდან ბრალდებულს ჰყავდა ადვოკატები შეთანხმებით, მომხდარიყო ჩვენი საქმიდან აცილება, რადგან სახელმწიფო მხოლოდ მაშინ გაიღებს დაცვის ხარჯებს, თუ ბრალდებულის დაცვა სავალდებულოა და მას არ ჰყავს დამცველი შეთანხმებით. ამ შემთხვევაში მას ჰყავდა დამცველი შეთანხმებით, შესაბამისად, ჩვენი მონაწილეობა სავალდებულო აღარ იყო. თუმცა, სასამართლომ მიიჩნია, რომ ჩვენ მონაწილეობა მაინც უნდა მიგვეღო საქმეში და დაგვეცვა ბრალდებულის ინტერესები. მამა გიორგიმაც ჩათვალა, რომ ჩვენი მონაწილეობა მის ბრალდებას წაადგებოდა. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, სხდომაზე დავრჩენილიყავით. ამ ადვოკატებთან ერთად, მამა გიორგის უფლებებს დავიცავთ“, - აღნიშნა პაატა მეხრიშვილმა და დასძინა, რომ ვინაიდან არ იცნობენ საქმის მასალებს, მოსამზადებლად გარკვეული დრო სჭირდებათ. აქედან გამომდინარე, ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო სხდომა 9 ივნისამდე გადაიდო.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)