|
2017-05-30 14:08:53, 807 ნახვა
სხვადასხვა
უსაფრთხოების სფეროს საკითხებზე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატისა და ნატოს სამოკავშირეო ოფისის პროფესიული განვითარების პროგრამის ორგანიზებით, უსაფრთხოების სფეროს საკითხებზე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მონაწილეებმა უსაფრთხოების სფეროში ნატოსა და საქართველოს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების და გამოცდილების გაზიარების შესახებ იმსჯელეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტი, ნატო-საქართველოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ვილიამ ლაჰიუ და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი მონიკა ჩაკი, ასევე ნატოსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ოფიციალური პირები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, უსაფრთხოების სფეროს უცხოელი ექსპერტები და საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელები.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)