15:07 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-29 18:54:28, 2068 ნახვა

საზოგადოება
დევნილის შემწეობა 45-დან 60 ლარამდე გაიზრდება – ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ინიციატივას მხარი დაუჭირა

ადამიანის უფლებათა კომიტეტმა „ევროპული საქართველოს“ წევრების ზურაბ ჭიაბერაშვილის და ელენე ხოშტარიას მიერ წარმოდგენილ  „დევნილებისათვის სახელმწიფო დახმარებათა პაკეტის გაუმჯობესების“ ინიციატივას მხარი დაუჭირა.

კანონპროექტი გულისხმობს:

  • დევნილის შემწეობა 45-დან  60 ლარამდე გაიზრდება.
  • შემწეობის მიღება აღარ გამოიწვევს დევნილის შემწეობის მიღების შეჩერებას;
  • დევნილი ოჯახის ბინით უზრუნველყოფა აღარ გამოიწვევს დევნილის შემწეობის გაუქმებას, რადგან ბინით უზრუნველყოფა არ ცვლის მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას;
  • ყოველთვიური შემოსავლის ზღვარი, რომლის მიღების შემთზვევაში დევნილს ეხსნება შემწეობა, აიწევს 1250-დან  1500 ლარამდე;
  • დევნილის სტატუსი პროაქტიულად მიენიჭება იძულებით გადაადგილებულ პირებსა და მათ არაოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბადებულ შთამომავლობებს.

“ევროპული საქართველოს” ინიციტივებს თან ახლავს ფინანსური დასაბუთება, რომელიც დევნილებისათვის სახელმწიფო დახმარებათა პაკეტის გაუმჯობესებისათვის 2018 წლის ბიუჯეტში 75 მლნ ლარის მობილიზებას ითვალისწინებს.  

შეგახსენებთ, რომ ეს ინიციატივები ჯანდაცვისა და საფინანსო კომიტეტებმა დაიწუნეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
TI: „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 17.7 მილიონი ლარის ღირებულების სამთავრობო კონტრაქტები მიიღეს.
დაპორტირდი სელფიში და მიიღე ყველაფერი ულიმიტო 3 თვე სრულიად უფასოდ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics