13:40 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-24 16:33:13, 2186 ნახვა

ეკონომიკა
პრაღაში საქართველო-ჩეხეთის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის კომიტეტის მორიგი სხდომა გაიმართა

24 მაისს, ქალაქ პრაღაში, საქართველო-ჩეხეთის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-3 სხდომა გაიმართა.

სხდომას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ჩეხეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ვლადიმირ ბარტლი უძღვებოდნენ. 

კომიტეტის თავმჯდომარეებმა კომიტეტს  ინფორმაცია მიაწოდეს ორი ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, ეკონომიკის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებსა და ორმხრივ ვაჭრობაში არსებულ მდგომარეობაზე.

ამასთან, მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები ისეთი სფეროებში, როგორიცაა: ვაჭრობა და მრეწველობა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და ენერგეტიკა, ტრანსპორტი და რეგიონალური თანამშრომლობა, კავშირგაბმულობა და ინოვაციები, განათლება და მეცნიერება, კულტურა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა. 

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მიერ განხორციელებულ პროგრესს და ჩეხურმა მხარემ აღნიშნულ პროცესში საქართველოს მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა.

ჩეხური მხარე მიესალმება საქართველოს მოქალაქეებისათვის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის მინიჭებას. თავის მხრივ, ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ჩეხეთის მხარეს, როგორც აქტიურ მონაწილეს ევროკავშირის დახმარების პროექტებში. 

სხდომის დასასრულს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემხელი მოეწერა საქართველო-ჩეხეთის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-3 სხდომის ოქმს. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics