09:20 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-24 12:44:19, 2122 ნახვა

საზოგადოება
საგარეო საქმეთა სამინისტრო კონგოში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, ქვეყანა დაუყოვნებლივ დატოვონ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე საქართველოს მოქალაქეებს ურჩევს მაქსიმალური უკიდურესობის გარდა, კონგოს რესპუბლიკაში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ.

გარდა ამისა, როგორც გონაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიგინგზე განაცხადა, ტყვედ აყვანილი ქართველი მფრინავი სოსო ოსურაული შესაძლოა, გარდაცვლილი იყოს.

"მინდა მოწოდება გავაკეთო საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მოგზაურობისგან. ხოლო ადგილზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ დატოვონ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა.

ოსურაულის დასახსნელად საქართველოს ელჩი რეგიონში იმყოფებოდა და ყველა მხარესთან კონსულტაციები იმართებოდა, მაგრამ სიტუაციას ადგილზე შექმნილი მდგომარეობა ართულებდა, რომელიც ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გართულდა.კონგოში ამბოხებული ჯგუფის, M 23-ის ტყვეობაში ოსურაულის მოხვედრის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე საქართველოს ხელისუფლება მის დასახსნელად და სამშობლოში დასაბრუნებლად ყველა ღონეს ხმარობს", - აღნიშნა საგარეო მინისტრის მოადგილემ. 

შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს კონგოში ადგილობრივმა მეამბოხეებმა ქართველი მფრინავი სოსო ოსურაული ტყვედ აიყვანეს. მათ სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი ჩამოაგდეს, ერთ-ერთს სწორედ ოსურაული მართავდა. სოსო ოსურაული თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალებიდან 2015 წელს საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა და მუშაობა კონგოში, კერძო საავიაციო კომპანიაში დაიწყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics