13:40 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-23 16:25:44, 2153 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური და ვაჭრობის კომისიის დაფუძნების დეკლარაცია გაფორმდა

საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ბინალი ილდირიმის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში ხელი მოეწერა რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტს, მათ შორის ეკონომიკური და ვაჭრობის კომისიის (JETCO)  დაფუძნების შესახებ ერთობლივ დეკლარაციას. 

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და თურქეთის ეკონომიკის მინისტრმა ნიჰათ ზეიბექჩიმ.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, დოკუმენტის ხელმოწერამდე ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრების პირისპირ შეხვედრა გაიმართა, სადაც საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. გიორგი გახარიამ და ნიჰათ ზეიბექჩიმ ისაუბრეს საქართველოსა და თურქეთს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფართოების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს საქონლით ვაჭრობის შემდგომ ლიბერალიზაციას და ასევე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციის დამატებას. ამ საკითხებზე ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები დაწყებულია და მხარეები შეთანხმდნენ, რომ მაქსიმალურად დაჩქარდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში აღნიშნული ცვლილებების განხორციელების, ასევე საქართველოსა და თურქეთს შორის სერვისებით ვაჭრობის ლიბერალიზაციის პროცესი.

 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics