|
2017-05-23 14:45:29, 2200 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
„უნდა გავთავისუფლდეთ ტრადიციისგან, როდესაც კონსტიტუციაში ცვლილებები წარმოადგენს მხოლოდ ერთი პარტიის ნააზრევს“
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მიუხედავად საკონსტიტუციო ცვლილებების ირგვლივ არსებული განსხვავებული მოსაზრებებისა, უნდა შეიქმნას თანხმობის დოკუმენტი, - ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილის პრეს-სპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მიშველაძემ აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვილელებებთან მიმართებაში, პრეზიდენტი პირველივე დღიდან სწორედ კონსენსუსური დოკუმენტის მიღების აუცილებლობაზე საუბრობდა და ამის შესახებ განცხადება არაერთხელ აქვს გაკეთებული. "მოგეხსენებათ ბერლინში, ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან ერთად გრძელდება საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების განხილვა. კომისიის წარმომადგენლები ამახვილებენ ყურადღებას საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსესუსის მნიშვნელობაზე, იმისთვის, რომ ახალი კონსტიტუცია იყოს სიცოცხლისუნარიანი და გრძელვადიანი. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მიუხედავად საკონსტიტუციო ცვლილებების ირგვლივ არსებული განსხვავებული მოსაზრებებისა, უნდა შეიქმნას თანხმობის დოკუმენტი. პრეზიდენტის აზრით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავთავისუფლდეთ სამწუხარო ტრადიციისგან, როდესაც კონსტიტუციაში ცვლილებები, წარმოადგენს მხოლოდ ერთი პარტიის ნააზრევს. ყველამ ერთად უნდა შევძლოთ გამოვნახოთ გზა და შევქმნათ საერთო ეროვნული თანხმობის კონსტიტუცია, რომელიც ყველასია. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სწორედ ეს არის ვენეციის კომისიის მოწოდებაც", - დასძინა მიშველაძემ.
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)