09:21 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-23 12:51:33, 1686 ნახვა

საზოგადოება
კომიტეტებმა სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების დასჯადობის ინიციატივას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს

თავდაცვისა და უშიშროების და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ირაკლი სესიაშვილის ინიციატივას მხარი დაუჭირეს, რომლის თანახმადაც ყალბი სამედიცინო ცნობით ან სხვაგვარი მოტყუებით სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება დასჯადი ხდება.

კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის 356-ე მუხლის პირველ ნაწილში, რომლის მიხედვითაც, წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდება, მათ შორის, ავადმყოფობის სიმულაციით, სხეულის თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვაგვარად მოტყუებით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე ვადით. 

კანონპროექტი თავდაცვისა და უშიშროების და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დღეს პირველი მოსმენით განიხილეს. 

ცნობისთვის, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი პარლამენტის  ბიუროს სხდომაზე 16 მაისს დარეგისტრირდა. კანონპროექტის ინიციატორი პარლამენტის წევრი ირაკლი სესიაშვილია. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics