13:35 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-14 10:40:19, 2279 ნახვა

სამართალი
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო


შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად, 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნათელა ს. თბილისში, ორთაჭალის ავტოსადგურში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და ბავშვის სამგზავრო კალათის ჩხრეკისას 20 აბი „სუბოქსინი“ და 12 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 22,7 გრ ჰეროინს, 0,5056 გრ კოკაინს და 0,5789 გრ მეტამფეტამინის მარილს შეიცავს.

უწყების ცნობით, ნარკოლოგიური შემოწმებით დაკავებულს ჰეროინის, ამფეტამინის, მეტამფეტამინის და კოკაინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუქტით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics