14:54 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-22 10:37:27, 2394 ნახვა

სამართალი
საქართველოში ტერაქტის მომზადების საქმეზე ბრალდებულების მიმართ სასამართლომ განაჩენი გამოიტანა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერაქტის მომზადების საქმეზე ბრალდებულების მიმართ განაჩენი გამოიტანა. როგორც „ექსპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისათვის და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარებისა და ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე დაკავებულ ბექა ბექაურს საბოლოო ჯამში, 14 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, ვლადიმერ რუხაძეს 12 წელი,  მინდია ვაშაყმაძეს 13, ჯაბა მელქაძეს ასევე  13 წელი,  ნური ჭკადუას კი 7 წელი მიესაჯა.

სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაკავებულ საპატრულო პოლიციის  თანამშრომელს ლევან მამფორიას 2 წლით, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე დაკავებულ საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბაღიშვილს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ტერაქტის მომზადების საქმეზე განაჩენი  19 მაისს გამოცხადდა.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გასული წლის თებერვალში საქართველოში ტერორისტული აქტის აღკვეთის შესახებ განაცხადა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს 5 მოქალაქე სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთზე აფეთქებას ამზადებდა.

ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისათვის და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარებისა და ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე, ბექა ბექაური, ვლადიმერ რუხაძე, მინდია ვაშაყმაძე, ჯაბა მელქაძე და ნური ჭკადუა დააკავეს.

აღნიშნული პირების გარდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მამფორია, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე - საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბაღიშვილი დააკავეს.

ტერაქტის მომზადების საქმეზე შვიდივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოძიების პერიოდში ლევან მამფორიასა და ირაკლი ბაღიშვილს პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
CNN წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანს ტრამპის მკვლელობის გეგმა აქვს
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics