05:21 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-18 18:24:53, 1676 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზა“: „რუსთავი 2“-ის მიერ მომზადებული სიუჟეტი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა

„საქართველოს რკინიგზა“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ მომზადებული სიუჟეტის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, 16 მაისს მომზადებული სიუჟეტი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.

„ტელეკომპანია რუსთავი ორის მიერ მომზადებული სიუჟეტის საპასუხოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ საქართველოს რკინიგზა ახორციელებს თავის საქმიანობას წესდებისა და საქართველოს კანონმდებლობის განუხრელი დაცვით. კომპანია მუდმივად აწარმოებს ანგარიშგებებს რომელსაც ითვალისწინებს, როგორც ქართული კანონმდებლობა, ასევე ლონდონის საფონდო ბირჟა.

საქართველოს რკინიგზის აუდიტორი გახლავთ მსოფლიოს ოთხეულში შემავალი „კეიპიემჯი“, ხოლო იურიდიულ კონსულტაციებს გვიწევს კომპანია „დეკერტი“. საქართველოს რკინიგზას ლოჯისტიკური საქმიანობისთვის აქვს დაფუძნებული შვილობილი კომპანიები: „GR ტრანზიტი“, „GR ლოჯისტიკა და ტერმინალები“, “GR ტრანზიტ ლაინი“, „GR ტრანს შიფმენტი“ ამ კომპანიების 100%-იანი წილის მფლობელი არის სააქციო საზოგადოება “საქართველოს რკინიგზა” და შესაბამისად, მათი ფინანსური საქმიანობის კონსოლიდირება ხდება საქართველოს რკინიგზის ფინანსურ ანგარიშგებებში. თითოეული ეს კომპანია დარეგისტრირებულია საქართველოში ქართული კანონმდებლობის საფუძველზე.

16 მაისს მომზადებული სიუჟეტი არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, სიუჟეტში მოცემული ფაქტები არ შეესაბამება სიმართლეს. აღნიშნულ კომპანიათა სარეგისტრაციო მონაცემები არის საჯარო რეესტრში და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის“, - ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics