|
2017-05-18 12:59:06, 667 ნახვა
რეგიონი
ჰერბელტ ზალბერი გალში, დახურულ ე.წ. საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე იმყოფებოდა
ჟენევის დისკუსიის მონაწილეებმა გუშინ 3 დახურული ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტი მოინახულეს, - ამის შესახებ "სპუტნიკი" იუწყება. ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ განაცხადა, რომ ეს ტრადიციული ვიზიტია, რომელიც ჟენევის მორიგ რაუნდამდე იმართება. ჟენევის დისკუსიების წინა რაუნდზე აქტიურად იდგა გამშვები პუნქტების დახურვის საკითხი. ქართულმა მხარემ ეს წარმოაჩინა, როგორც გალის რაიონის მცხოვრებლებისთვის კატასტროფა. დიდი ძალისხმევის შედეგად, მოგვიწია ახსნა, რომ არავითარ ჰუმანიტარულ კატასტროფას ადგილი არ აქვს. იქვე შევთავაზეთ თანათავმჯდომარეებს თვითონ ენახათ, თუ რას წარმოადგენს ეს გამშვები პუნქტები. ჩვენ ვხედავთ, რომ მათი პოზიცია შეიცვალა, მათ დაინახეს, რომ გამშვები პუნქტები არ შეესაბამება არანაირ სტანდარტს, მოწყობილი არ არის და გადაკვეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს. დღეს, როდესაც საზრვარზე გადავიდნენ, დარწმუნდნენ იმაში, რომ ხალხი სწრაფად, თავისუფალ რეჟიმში გადადის", - აღნიშნა დე-ფაქტო მინისტრმა. ამასთან, ევროკავშირის წარმომადგენლები, რომლებიც ჟენევის დისკუსიებში არიან ჩართული, მიიჩნევენ, რომ "ასეთი პუნქტების მონახულება ძალიან მნიშნვლევანია". „ჩვენ გვსურდა ადგილზე გვენახა თუ როგორი ვითარებაა. ხშირად ვსაუბრობდით დახურულ გამშვებ პუნქტებზე და როდესაც შემოგვთავაზეს ადგილზე გვენახა ვითარება, დავთანხმდით. საიდუმლო არ არის, რომ ჟენევის დისკუსიების მონაწილეებს შორის სხვადასხვა მოსაზრებებია იმის თაობაზე, საკმარისი არის თუ არა ერთი გამშვები პუნქტი. ჩვენ დავინახეთ აქ რა ხდება. დისკუსიები გაგრძელდება“, - განაცხადა ჰერბერტ ზალბერმა. ცნობისთვის, ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი მიმდინარე წლის ივნისშია დაგეგმილი.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)