05:22 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-18 11:03:30, 1947 ნახვა

საზოგადოება
დონალდ ტრამპმა ქართველ კადეტს დიპლომი გადასცა

აშშ-ის პრეზიდენტმა ქართველ კადეტს სანაპირო დაცვის აკადემიის დიპლომი გადასცა

ქართველმა კადეტმა ელდარ საგანელიძემ აშშ-ში, კონექტიკუტის შტატში მდებარე სანაპირო დაცვის აკადემიის 200-კვირიანი კურსი წარმატებით დაასრულა. გამოსაშვებ ცერემონიალს აშშ-ის პრეზიდენტი დაესწრო და 194 კურსდამთავრებულთან ერთად ქართველ კადეტს უმაღლესი სამხედრო აკადემიის დიპლომი პირადად გადასცა.

რიგითი ელდარ საგანელიძე დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელად 2013 წლიდან ირიცხება. აშშ-დან დაბრუნების შემდეგ მას ლეიტენანტის სამხედრო წოდება მიენიჭება და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სპეციალიზაციით იმსახურებს.

„თქვენ სწორი არჩევანი გააკეთეთ და იცით, თქვენი ცხოვრება მომავალში როგორ წარმართოთ. სანაპირო დაცვის სამხედროებს განსაკუთრებული როლი და ფუნქცია აქვთ არა მარტო  შეიარაღებულ ძალებში, არამედ ზოგადად ქვეყნისთვისაც. თქვენ მოგიწევთ განსხვავებული როლების შესრულება - ზოგიერთი თქვენგანი სხვა ქვეყნებში, ჩვენს პარტნიორებთან ერთად განაგრძობს მუშაობას. ვამაყობ, რომ წილად მხვდა პატივი, ვიყო თქვენი მთავარსარდალი“, - ამ სიტყვებით მიმართა ამერიკის პრეზიდენტმა სანაპირო დაცვის აკადემიის 2017 წლის კურსდამთავრებულებს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics