|
2017-05-12 18:05:56, 1923 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: თავი მოგვეჭრა, როდესაც პრეზიდენტი და პრემიერი ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით ვერ შეთანხმდნენ
„ყველას ერთად, მთელ ქვეყანას მოგვეჭრა თავი, როდესაც პრემიერი და პრეზიდენტი ვერ შეთანხმდნენ ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ზუსტად ეს პირდაპირი ლეგიტიმაცია ანუ დისბალანსი ლეგიტიმაციასა და უფლებამოსილებას შორის", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე თელავში განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, სისტემისთვის უმჯობესია, პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით ირჩეოდეს, რადგან, მხოლოდ ასეთ შემთხვევაშია შესაძლებელი ზეპარტიული პრეზიდენტის არჩევა. „შავით თეთრზე წერია კონსტიტუციაში, რომ ხელმოწერა იყო პრემიერის პრეროგატივა. მაშინ პრემიერს უნდა მოეწერა ხელი ასოცირების შეთანხმებაზე და ერთადერთი არგუმენტი, რასაც ხელოვნურად იყენებდნენ ჩვენი ოპონენტები, მათ შორის ე.წ. ექსპერტები, იყო პირდაპირი არჩევნები. ისინი ამბობდნენ, რომ კი ბატონო, კომპეტენცია პრემიერის არის, მაგრამ პრეზიდენტი არის პირდაპირ არჩეული და მან უნდა მოაწეროს ხელი ასოცირების შეთანხმებას. ასეთმა მაგალითებმა გვაჩვენა, რომ დისბალანსში ლეგიტიმაციასა და უფლებამოსილებას შორის არის სერიოზული პრობლემა. ჩვენ თუ გვინდა, ეს პრობლემები გამოვრიცხოთ და მივიღოთ ყველაზე დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემა, ასეთ დროს უმჯობესია, ჩავატაროთ არაპირდაპირი არჩევნები,” - განაცხადა კობახიძემ.
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)