|
2017-05-09 12:52:20, 1570 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანიამ ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო. თბილისის მერის განცხადებით, ხელისუფლება ომის ვეტერანების კეთილდღეობისთვის ყველაფერს აკეთებს. ,,ძალიან დიდია იმ ადამიანების ღვაწლი, რომლებმაც ერთიანობისთვის და მსოფლიოში მშვიდობისთვის ყველაფერი გააკეთეს. ჩვენდა სამწუხაროდ, ძალიან ცოტაა დღეს შემორჩენილი ამ ადამიანებისა. ჩვენ, ერთის მხრივ, ვიხსენებთ მათ, ვსაუბრობთ მათ ღვაწლზე, ხოლო მეორეს მხრივ, იმ ადამიანებს, რომლებიც დღემდე ჯანმრთელად არიან, ვულოცავთ დღევანდელ დღეს. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ისინი იყვნენ ჯანმრთელად და უზრუნველყოფილნი“,- განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის „ომის ვეტერანთა დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ომის ვეტერანებს ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწიათ - მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 326 ვეტერანს 600 ლარი ჩაერიცხა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)