12:50 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-04 16:45:37, 2312 ნახვა

მსოფლიო
პრინცი ფილიპი სამეფო საქმიანობას თავს ანებებს

ბრიტანეთის დედოფალის ელიზაბეთ მეორის მეუღლე, პრინც ფილიპი სამეფო ვალდებულებებზე უარის თქმას აპირებს, - ამის შესახებ Reuters ბუკინგემის სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ედინბურგის ჰერცოგი, რომელიც 65 წლის განმავლობაში მეუღლესთან ერთად სამეფოს მართავდა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობა შეწყვიტოს.

“ აგვისტომდე, პრინცი ფილიპი გეგმავს დაესწროს ღონისძიებებს როგორც მარტო ასევე დედოფალთან ერთად, ამის შემდეგ კი საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. თუმცა დრო და დრო პრინცი შერჩეულ ღონისძიებებს დაესწრება. ამასთან, მსოფლიოს ყველაზე გრძელვადიანი მონარქი, 91 წლის ელიზაბეთ მეორე, საჯარო მოვალეობების შესრულებას გააგრძელებს", - აცხადებენ ბუკინგემის სასახლეში.

ბრიტანეთის სამეფო კარმა განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც უამრავი ჭორი გავრცელდა სამეფო ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ამასთან, სამეფო კარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ნათქვამია, რომ მონარქების ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშო არ არის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics