2017-05-04 16:20:44, 2391 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის ფარული გავლენის წინააღმდეგ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სპეციალური კომიტეტი შექმნა
რუსეთის ფარული გავლენის წინააღმდეგ მოქმედებისთვის ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ სპეციალური კომიტეტი შექმნა, - ამის შესახებ DW იუწყება.
როგორც პალატის მიერ დამტკიცებულ დოლუმენტშია აღნიშნული, აქტიურ ზომებად ფარული მაუწყებლობა, საინფორმაციო საშუალებებით მანიპულაცია, დეზინფორმაცია, თავდასხმითი ხასიათის კონტრდაზვერვა, მკვლელობა და ტერორისტული აქტი განიხილება.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ში რუსეთის გავლენების თემა აქტუალური საპრეზიდენტო არჩევნებში ჰილარი კლინტონის დამარცხების შემდეგ გახდა.
„დემოკრატიულმა პარტიამ“ მაშინ რუსეთი ჰაკერულ შეტევაში დაადანაშაულა. მოსკოვში ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან