15:42 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-03 18:30:44, 1717 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს

სოფლის მეურნეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სისტემაში განხორციელებული რეორგანიზაციის პროცესისა და შედეგების შესახებ გამოთხოვილი მასალა კანონით დადგენილ ვადებში მიიღო, თუმცა ანგარიშში არ ასახა და ოფიციალურად განაცხადა, რომ სამინისტროსგან ინფორმაცია არ მიუღია.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან  2017 წლის 2 თებერვალს გამოითხოვა ინფორმაცია (ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად) სისტემაში განხორციელებული რეორგანიზაციის პროცესისა და შედეგების შესახებ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მოთხოვნილი ინფორმაცია 10 დღის ვადაში მატერიალური სახით, საქართველოს ფოსტის საშუალებით გადაეგზავნა. გაგზავნილი წერილი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 14 თებერვალს ჩაიბარა (საქართველოს ფოსტამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმღები პირის მონაცემები აცნობა)“,-ნათქვამია განცხადებაში.

(NS)

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გორში ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
მდინარაძე ავალიანის საქმეზე დაზარებულებს მიმართავს - ნუ დავასწრებთ მოვლენებს
კუპრაძე - მოქალაქეებო კამერებით რუსული სპეცსამსახურები გვითვალთვალებენ, ეს ყველაფერი ივანიშვილის ანტიქართულმა რეჟიმმა აამოქმედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics