11:31 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-03 11:23:33, 2146 ნახვა

მსოფლიო
ქაბულში თვითმკვლელმა ტერორისტმა ნატო-ს კოლონასთან თავი აიფეთქა - დაიღუპა 8, დაშავდა კი, 25 ადამიანი

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში თვითმკვლელმა ტერორისტმა ნატო-ს სამხედრო კოლონისთან თავი აიფეთქა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, აფეთქების შედეგად სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 25 ადამიანი დაშავდა, აქედან 3 ამერიკელი სამხედრო მძიმედ დაშავდა.

როგორც ნატო-ს მისიის კაპიტანმა ბილ სალვინმა აღნიშნა, კოლონის ნაწილმა თავდასხმის შემდეგ ბაზაზე დაბრუნება შეძლო.

France Press-ის ცნობით, აფეთქება ქაბულში მდებარე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან, პიკი საათის დროს მოხდა.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

ცნობისთვის, აპრილის ბოლოს თალიბებმა მაზარი-შარიფის სამხედრო ბაზას თავს დაესხნენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
კიევის სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი იერმაკი დააკავა
ტრამპმა და სი ძინპინმა პეკინში მოლაპარაკებები გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics