|
2017-05-01 13:44:23, 1842 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: უმაღლესი მთავარსარდალი არ ნიშნავს, იმას, რომ მას სამხედრო ძალები ექვემდებარება
„უმაღლესი მთავარსარდალი არ ნიშნავს იმას, რომ მას სამხედრო ძალები ექვემდებარება“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, პრეზიდენტის სტატუსი მოქმედ კომისიაში განისაზღვრება სამი ძირითადი ჩანაწერით - სახელმწიფო მეთაური, უმაღლესი მთავარსარდალი და წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობაში. „მოქმედ კონსტიტუციაში სტატუსი განისაზღვრება სამი ძირითადი ჩანაწერით, ეს არის სახელმწიფოს მეთაური, უმაღლესი მთავარსარდალი და წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში. პრეზიდენტის სტატუსის სამივე ეს ნიშანი რჩება ძალაში მთავარია, რომ ამ ყველაფერს არ მიეცეს არასწორი ინტერპრეტაცია, რაც ხშირად ეძლეოდა გასული სამი წლის განმავლობაში. რაც შეეხება სახელმწიფოს მეთაურს, სახელმწიფოს მეთაური ეწოდება ყველა მონარქს და პრეზიდენტს, ნებისმიერ ქვეყანაში. არ არსებობს ქვეყანა, სადაც პრეზიდენტს ან მონარქს არ ეწოდება სახელმწიფოს მეთაური. ერთ შემთხვევაში ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას რომ პრეზიდენტი არის იმავდროულად ქვეყნის მმართველი, არის ქვეყნები სადაც პრეზიდენტს ეწოდება სახელმწიფოს მეთაური და ის არ არის ქვეყნის მართველი, ამიტომ საზოგადოება არ უნდა დააბნიოს ბუნებრივია ამ ჩანაწერმა. იგივე ეხება უმაღლეს მთავარსარდალს. არის მხოლოდ ორი ქვეყანა დემოკრატიულ სივრცეში, სადაც პრეზიდენტს ან მონარქს არ ეწოდება უმაღლესი მთავარსარდალი. თუმცა ეს ავტომატურად არ ნიშნავს, იმას, რომ ყველა ამ ქვეყანაში პრეზიდენტი ან მონარქი არის პასუხისმგებელი სამხედრო ძალების მართვაზე. ამითაც ხშირად მანიპულირებენ, საზოგადოებას აწვდიან არასწორ ინფორმაციას, უმაღლესი მთავარსარდალი არ ნიშნავს იმას, რომ მას ექვენდებარება სამხედრო ძალები. მესამე წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში, ზუსტად იგივე ვითარება გვაქვს, არ არსებობს ქვეყანა, კონსტიტუცია, სადაც პრეზიდენტი ან მონარქი არ არის მოხსენიებული როგორც წარმომადგენელი ან თუნდაც უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში. თუმცა ეს არ ნიშნავს, იმას რომ პრეზიდენტს ან მონარქს აქვს მინიჭებული შესაბამის ქვეყანაში პრიორიტეტული კომპეტენცია საგარეო კომპეტენციების სფეროში. მთავარია როგორი უფლებამოსილებები არის განსაზღვრული სახელმწიფოს მეთაურისთვის შესაბამისი კომპეტენციით“,-განაცხადა კობახიძემ. მისივე თქმით, სამი ძირითადი ჩანაწერი რჩება ძალაში. „ სამივე ეს რჩება ძალაში, პრეზიდენტი არის სახელწმიფოს მეთაური, პრეზიდენტი არის უმაღლესი მთავარსარდალი და პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით. სტატუსის მიხედვით ჩვენ ცვლილება კონსტიტუციაში არ გვაქვს“,- დასძინა კობახიძემ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)