12:47 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-01 12:58:04, 1902 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში ბიოსამედიცინო მკვლევარებისთვის პირველი რეგიონული კონფერენცია გაიმართა

ამერიკის ჯანდაცვის ინსტიტუტების მხარდაჭერით, საქართველოში ბიოსამედიცინო მკვლევარებისთვის გრანტის მოპოვებისა და სამეცნიერო წერილების შედგენაზე პირველი რეგიონული კონფერენცია გაიმართა.

ღონისძიება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა აშშ-ს ელჩთან საქართველოში, იან კელისთან ერთად გახსნა.

ამერიკიდან ჩამოსული 13 წამყვანი სპეციალისტი საგრანტო აპლიკაციის შედგენისა და სამეცნიერო პუბლიკაციების მომზადების შესახებ პრაქტიკულ სემინარებს ჩაატარებს. ვორქშოპის ფარგლებში, მონაწილეები ამერიკის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტების საგრანტო დაფინანსების შესაძლებლობებსა და საგრანტო აპლიკაციების შევსების წესებს გაეცნობიან.

პირველი რეგიონული კონფერენცია საქართველოში დღეს გაიხსნა და 5 მაისამდე გაგრძელდება. ვორქშოპი ამერიკა-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ჩატარდა და ქვეყანაში ბიოსამედიცინო პოტენციალის ზრდას ისახავს მიზნად.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics