11:34 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-27 21:05:57, 2446 ნახვა

მსოფლიო
აშშ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები ჩრდილოთ კორეის მიმართ სანქციებს ამკაცრებს, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალებსი ინფორმაციით, ახალი სტრატეგიის ფარგლებში, რომელიც ფხენიანის ბირთვული პროგრამის შეჩერებას ითვალისწინებს, ერთ-ერთ მთავარ საკითხს ჩინეთის დარწმუნება წარმოადგენს, რომ ფხენიანზე ზეწოლა განახორციელოს. 

როგორც BBC წერს, განიხილება ასევე ჩრდილოეთ კორეის ტერორიზმის ხელშემწყობ ქვეყანათა სიაში დაბრუნება.

ახალი სტრატეგიის შემუშავების შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, თეთრ სახლში ამერიკელ სენატორებთან გამართული საგანგებო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრაზე ჩრდილოეთ კორეიდან მომავალ რეალურ საფრთხეს გაესვა ხაზი, პრიორიტეტად კი საკითხის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტა დასახელდა. 

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის გადაწყვეტილებას ჩინეთი პოზიტიურ ნაბიჯად აფასებს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
კიევის სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი იერმაკი დააკავა
ტრამპმა და სი ძინპინმა პეკინში მოლაპარაკებები გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics