|
2017-04-27 19:46:48, 2585 ნახვა
მსოფლიო
ლონდონში პოლიციამ სავარაუდო ტერაქტი აღკვეთა - დაკავებულია 1 ადამიანი
ლონდონის ცენტრში 30 წლამდე მამაკაცი დააკავეს, რომელსაც თან ცივი იარაღი ჰქონდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, შემთხვევა პარლამენტის შენობასთან ახლოს, უათჰოლის კვარტალში მოხდა. როგორც სკოტლანდ-იარდში აცხადებენ, რომ არსებობს ეჭვი, თითქოს მამაკაცს ტერაქტის მოწყობა უნდოდა. თვითმხილველების თქმით, დაკავების ადგილას 2 დიდი დანა ნახეს. გარდა ამისა, მედიის ცნობით, ეჭვმიტანილის დაკავების დროს არავინ დაშავებულა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. რაიონში უსაფრთხოების ზომებია გაზრდილი. შეგახსენებთ, რომ 22 მარტს ლონდონში თავდამსხმელი ავტომობილით ქვეითებს დაეჯახა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი პოლიციელი. ამის შემდეგ მამაკაცმა ცივი იარაღით ერთ-ერთ პოლიციელს, რომელიც პარლამენტის შენობას იცავდა, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და პარლამენტისკენ გაიქცა, რა დროსაც სამართალდამცველებმა მისი ლიკვიდაცია მოახდინეს. თავდასხმის შედეგად სულ 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1 პოლიციელი და თვითონ თავდამსხმელი, 40-მდე ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
კიევის სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი იერმაკი დააკავა
ტრამპმა და სი ძინპინმა პეკინში მოლაპარაკებები გამართეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)