|
2017-04-25 14:04:21, 1922 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ხმალაძე: „ყაზტრანსგაზის“ მიერ დაყენებულ საკითხებს ჩვენი მხრიდან არგუმენტირებული პასუხები გააჩნია
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ყაზტრანსგაზის შემთხვევაშიც, ყაზახური მხარისგან საპრეტენზიო წერილი მიიღეს. მისივე განმარტებით, მიმდინარეობს კონსულტაციები, რათა საკითხი მოლაპარაკების გზით გადაიჭრას და არბიტრაჟში დავა არ მოუწიოთ. თუმცა, ირაკლი ხმალაძის მტკიცებით, იმ შემთხვევაში, თუ საქმე დავამდე მივა, აქვთ არგუმენტირებული პოზიციები, რომლითაც სადავიო პროცესის ნეგატიური შედეგის გარეშე დასრულებას შეძლებენ: „ყაზტრანსგაზის შემთხვევაში, მიღებული გვაქვს ასევე საპრეტენზიო შეტყობინება ყაზახური მხარისგან. აქაც მოლაპარაკების რეჟიმში ვიმყოფებით და აქაც არსებობს რესურსი და ალტერნატივა, რომ მოხდეს საკითხის მოლაპარაკების გზით დასრულება და არ მოგვიწიოს არბიტრაჟში წასვლა. ყაზტრანსგაზთან მიმართებითაც, თითოეულ მათ მიერ დაყენებულ საკითხს გააჩნია ჩვენს მიერ არგუმენტირებული პასუხები და ვთვლით, რომ დავის შემთხვევაშიც, არ ველოდებით ნეგატიურ შედეგებს“,-განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ხმალაძემ. ცნობისთვის, ყაზახური მედიის ინფორმაციით, "ყაზტრანსგაზმა" საარბიტრაჟო სასამართლოში "ყაზტრანსგაზ თბილისის" დასაბრუნებლად სარჩელი შეიტანა. მათივე ცნობით, კომპანიამ საქართველოში შვილობილის გაყიდვა ვერ შეძლო, ამიტომ მის დაბრუნებას ითხოვს. "ყაზტრანსგაზმა" "ყაზტრანსგაზ თბილისზე" კონტროლი 2009 წელს დაკარგა. როგორც ცნობილია, საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ მათ ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიმართ 40 მილიონი დოლარის ვალი ჰქონდათ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)