08:01 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-22 11:46:57, 1630 ნახვა

საზოგადოება
შსს-მ სასაზღვრო პოლიციის ავიაციის დღე აღნიშნა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარ სამმართველოში ავიაციის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

შსს-ს ინფორმაციით, გიორგი მღებრიშვილმა სასაზღვრო პოლიციის მფრინავებს პროფესიული დღე მიულოცა და სამშობლოსთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა:

„თქვენ ჩვენი სამშობლოს საზღვრის თავდადებული მცველები და საზღვრისპირა, განსაკუთრებით, მთის მოსახლეობის იმედი ხართ. სასაზღვრო პოლიციის მფრინავებმა უკვე არაერთხელ დაამტკიცეთ თქვენი პროფესიონალიზმი და თავდადება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანების დასახმარებლად ყოველ წუთს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. საგანგებო სიტუაციებში, ხშირად - ურთულეს ვითარებაში, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასადაც კი, თქვენ არაერთხელ გადაგირჩენიათ საქართველოს მოქალაქეები და ჩვენს ქვეყანაში მყოფი ტურისტები. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმ დიდი საქმისთვის, რომელსაც თქვენ ემსახურებით, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ!“ - განაცხადა მისასალმებელ სიტყვაში შს მინისტრმა.

გიორგი მღებრიშვილმა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, დათო ნიკოლეიშვილმა სპეციალური დანიშნულების ავიაციის წარმომადგენლებს სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად და მაღალპროფესიულ დონეზე შესრულებისათვის მადლობის სიგელები გადასცეს.

ღონისძიებას შს სამინისტროს წარმომადგენლები და სასაზღვრო პოლიციის მფრინავების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

სასაზღვრო ავიაციის დღე საქართველოში 1999 წლიდან აღინიშნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics