|
2017-04-21 12:24:26, 1436 ნახვა
საზოგადოება
„ქორთიარდ მარიოტთან“ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აქციით დახვდნენ
თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტთან“, სადაც საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრები იმყოფებიან, ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. „აუდიტორია 115“ და სხვა სტუდენტური ორგანიზაციები უნგრეთის პრემიერის ვიქტორ ორბანის მიერ ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის დახურვას აპროტესტებენ. ისინი აცხადებენ, რომ პრემიერის ეს გადაწყვეტილება არადემოკრატიულია და მას დიქტატორულ ნაბიჯს უწოდებენ. ამასთან, „ქორთიარდ მერიოტთან“ ანტილიბერალები და ანტისოროსელები კონტრაქციას მართავენ. ისინი უნგრეთის პრემიერის გადაწყვეტილებას მიესალმებიან და აცხადებენ, რომ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი სოროსის მორიგი პროექტი, რომელიც „ეროვნულობის განადგურებას“ ემსახურება. ადგილზე მათსა და ერთ-ერთი სტუდენტური ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის მცირე სიტყვიერი შელაპარაკებაც მოხდა, თუმცა სამართალდამცველებმა ვითარება მალევე განმუხტეს. საქართველოს და უნგრეთის პრემიერ-მინისტრები ფორუმზე ცოტა ხნის წინ მივიდნენ. ვიქტორ ორბანს სტუდენტები შეძახილებით დახვდნენ, კონტრაქციის წარმომადგენლები კი, აპლოდისმენტებით. ამ დროისთვის მშვიდი ვითარებაა. მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)