06:42 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-20 16:34:04, 1470 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან საკონსტიტუციო რეფორმის საკითხები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ,,კონსტიტუცია ყველასია'' კამპანიის ფარგლებში დღეს ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესა და მოსამართლეებს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო რეფორმის დოკუმენტის ის ნაწილი განიხილეს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს შეეხება.

პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ ბათუმში ყოფნისას ყოველთვის სტუმრობს სასამართლოს ამ საკონსტიტუციო ორგანოს პატივისცემის ნიშნად.

,,დღეს ბათუმში "კონსტიტუცია ყველასია" კამპანიის ფარგლებში ვიმყოფები და მქონდა შესაძლებლობა პატივცემული მოსამართლეებისთვის მეკითხა ზოგადად, რას ფიქრობენ საკონსტიტუციო ცვლილებების იმ ნაწილთა მიმართებაში, რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს'', - აღნიშნა პრეზიდენტმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics