|
2017-04-19 15:18:03, 1948 ნახვა
კომენტარი
გომელაური: სუს-ი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან აქტიურად თანამშრომლობდა
სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერებაში გადამწყვეტია ფაქტებისა და გარემოებების ადეკვატური შეფასება, მოვლენების განვითარების სწორი ანალიზი და პროგნოზირება. როგორც მან პარლამენტში 2016 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, ამ მიზნით, სამსახურის ანალიტიკური გუნდი ახორციელებს ოპერატიული დანაყოფების მიერ მოპოვებული ინფორმაციის სისტემატიზაციას, საფრთხეების პროგნოზირებასა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას. „ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად თანამშრომლობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან და ატარებდა ყველა შესაბამის ღონისძიებას კონტროლის ეფექტიანად განხორციელებისთვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად. საანგარიშო პერიოდში ინსპექტორის მიერ განხორციელდა სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის გეგმიური ინსპექტირება. შემოწმების დასრულების შემდეგ ინსპექტორის მიერ შემუშავებული შესაბამისი შენიშვნები და რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნა უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფის მიერ. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა სამართლებრივი ბაზის სრულყოფას. 2016 წლის განმავლობაში აქტიურად გრძელდებოდა ახალი სამართლებრივი აქტების შემუშავების პროცესი, რომელიც დაკავშირებული იყო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სრულყოფილ ფუნქციონირებასთან. 2016 წლის განმავლობაში ხელი მოეწერა სხვადასხვა ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებთან უწყებათაშორისი თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას. კანონის ფარგლებში დადგენილი წესით ხორციელდება საჯარო ინფორმაციის გაცემა. ჩვენს საქმიანობაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება თანამშრომლების პროფესიონალიზმსა და კომპეტენციას. სამსახურის მხრიდან უზრუნველყოფილია დასაქმების თანაბარი ხელმისაწვდომობა ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური და გენდერული თვალსაზრისით. ჩვენს წინაშე მდგარი ამოცანების ჯეროვანი შესრულებისთვის საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა სამსახურის თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა და მატერიალური უზრუნველყოფა, რაც მომავალშიც გაგრძელდება“,-აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)