|
2017-04-19 13:24:30, 2210 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
რატიანი: სუს-ი ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მართვის მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს
„უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მართვის მთავარ ინსტრუმენტს და ის ბუნებრივია, რომ არის საფრთხე საზოგადოებისათვის, პოლიტიკოსებისათვის, ასევე სხვადასხვა ინსტიტუციისათვის”, - ამის შესახებ „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა. „როგორც ჩანს, გომელაურისთვის სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს კითხვები. ისინი გაურბიან კითხვებს, რომლებიც აქვს საზოგადოებას. დღეს, უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენს საფრთხეს ყველა ინსტიტუციისათვის დაწყებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტით, სადაც ჩვენ ვნახეთ ოდეერების მიერ ჩატარებული ძალიან მძიმე აქციები და დამთავრებული ბათუმის მოვლენებით“,- განაცხადა სერგო რატიანმა. ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური პარლამენტს დღეს ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)