05:29 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-18 15:18:42, 1580 ნახვა

საზოგადოება
BACSA-ს რიგით მე-8 კონფერენციაზე საქართველოში მეაბრეშუმეობის დარგის განვითარებაზე იმსჯელეს

ქალაქ შეკში (აზერბაიჯანის რესპუბლიკა) მეაბრეშუმეობის საერთაშორისო ასოციაციის (BACSA) რიგით მე-8 კონფერენციაზე საქართველოში  მეაბრეშუმეობის დარგში არსებულ მდგომარეობასა და განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციაში მონაწილეობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა მიიღეს. 

მათივე ინფორმაციით, ყურადღება   მეაბრეშუმეობის დარგის განვითრებისთვის საქართველოში არსებულ ინოვაციურ ტექნოლოგიებზე გამახვილდა.

მეაბრეშუმეობის საერთაშორისო ასოციაციის (BACSA) რიგით მე-8 კონფერენციის ფარგლებში, აბრეშუმის  ხელთნაკეთი ნაწარმის გამოფენა მოეწყო. 

მონაწილეებმა  ქალაქ შეკის მეაბრეშუმეობის აბრეშუმის პარკსახვევი ფაბრიკა დაათავლიერეს, რომელშიც ძველ დაზგა-დანადგარებთან, საქსოვ, სამღებრო  და საჩითავ მოწყობილობებთან ერთად თანამედროვე ძაფსახვევი მანქანებია განთავსებული. 

კონფერენციაში მონაწილეობას 20-მდე ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა, მათ შორის,  ბულგარეთის, რუმინეთის, ჩინეთის, კუბის და სხვა ქვეყნების მეაბრეშუმეები. 

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics