05:30 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-18 13:29:17, 1693 ნახვა

საზოგადოება
ირანმა შესაძლოა, საქართველოში უმაღლესი სასწავლებლების მიერ გაცემული დიპლომები აღიაროს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ინფორმაციით, ირანში ქართული უმაღლესი სასწავლებლების მიერ გაცემული დიპლომების აღიარების საკითხზე შესაბამისი უწყებები უმუშავებენ. 

როგორც ჯანელიძემ ირანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველო რეგიონის ქვეყნებს უმაღლესი განათლების მიღების მეტი შესაძლებლობების შეთავაზებითაა დაინტერესებული.

„საქართველო დაინტერესებულია უმაღლესი განათლების მიღების მეტი შესაძლებლობები შესთავაზოს რეგიონის ქვეყნებს, მათ შორის ირანელ სტუდენტებს. ამას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ირანული მხარის მიერ ქართული დიპლომების აღიარების საკითხი, რაზეც ვიმსჯელეთ დღეს ჩემს კოლეგასთან და ამ საკითხზე მუშაობა შესაბამისი უწყებების მიერ მომავალშიც გაგრძელდება”, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics