03:52 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-16 22:54:22, 1863 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი სააღდგომო ლიტურგიას სამხედროებთან ერთად დაესწრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე მთავარანგელოზთა დასის სახელობის ტაძარში შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა, მამა დავით ლონდარიძემ სააღდგომო ლიტურგია აღავლინა. სადღესასწაულო ღვთისმსახურებას სამხედრო მოსამსახურეებთან და ტაძრის მრევლთან ერთად საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრო.

მან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ტაძარში შეკრებილ მრევლს, სრულიად საქართველოს, ქართულ ჯარს და საერთაშორისო მისიებში მყოფ ქართველ მშვიდობისმყოფელებს მიულოცა.

სააღდგომო მსახურებაზე მინისტრის მოადგილეები - ლელა ჩიქოვანი და გიორგი ბუთხუზი, ასევე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, პოლკოვნიკები - ნიკოლოზ ჯანჯღავა, შალვა ჯაბახიძე და ზაზა ჩხაიძე იმყოფებოდნენ. 

შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა დღესასწაულთან დაკავშირებით ღამისთევის მსახურება ჩაატარა და ღვთისმსახურების დასასრულს ეკლესიაში შეკრებილ უწყების ხელმძღვანელებსა და მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics