03:52 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-14 12:19:33, 1510 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე 14-15 აპრილს ნალექია მოსალოდნელი

საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე 14-15 აპრილს ნალექია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დედაქალაქ თბილისში იწვიმებს, ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება. 15 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდსა და +17 გრადუს სითბოს პროგნოზირებენ, 16 აპრილს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 17 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი და +22 გრადუსი სითბო იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს  ბარში დღეს +22 გრადუსი სითბო იქნება, თუმცა იწვიმებს, ზოგან ძლიერად, 15 აპრილს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი ელჭექით, 16 აპრილს 17 გრადუსი და ზოგან ხანმოკლე წვიმა იქნება, 17 აპრილს ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, თუმცა ზოგან იწვიმებს.

17 აპრილის ჩათვლით, ასევე ნალექიანი ამინდებია ნავარაუდევი აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებშიც. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებს, 17 აპრილის ჩათვლით თოვლჭყაპია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოს ბარში დღეს და ხვალ იწვიმებს, 16-17 აპრილს კი უნალექო ამინდს პროგნოზირებენ, ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება. ასეთივე ამინდია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებშიც.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics