|
2017-04-13 13:55:17, 2275 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
დიმიტრი ქუმსიშვილი: 285 მილიონი დოლარი სავალუტო რეზერვების გასაზრდელად, ეროვნულ ბანკში წავა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ, ახალი, 285 მილიონი დოლარის მოცულობის სამწლიანი პროგრამის დამტკიცებას, ფინანსთა მინისტრი/ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი გამოეხმაურა. ქუმსიშვილის განმარტებით, თანხები სავალუტო რეზერვების გასაზრდელად, ეროვნულ ბანკს გადაეცემა. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული თანხები არ არის საბიუჯეტო დახმარება, ან არ მოხმარდება რაიმე კონკრეტულ პროგრამას: „თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია სავალუტო ფონდთან პროგრამის განხორციელება, ვინაიდან ეს არის გარანტი ჩვენი ეკონომიკური რეფორმების განვითარების, ეს არის გარანტი იმ მხარდაჭერისა საერთაშორისო საფინანსო დონორ ორგანიზაციებთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდი არის ის ორგანიზაცია, რომელთან პროგრამის არსებობის შემთხვევაში, ყველას საფინანსო ორგანიზაცია კომფორტულადაა, ვინაიდან ეს ნიშნავს იმას, რომ მაკროეკონომიკური გარემო, მათ შორის ფისკალური მდგომარეობა და მონეტარული მდგომარეობა ქვეყანაში, არის დამაკმაყოფილებელი და კარგი. შესაბამისად, ჩვენ შემდეგი 3 წლის განმავლობაში გვექნება ჩვენი ეკონომიკური განვითარების და ეკონომიკური რეფორმების მხარდამჭერი პროგრამა. ეს ნიშნავს იმას, რომ სივრცითი განვითარება განხორციელდება სრული მასშტაბით“,-განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)