02:32 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-13 12:52:15, 1571 ნახვა

საზოგადოება
აჭარაში სტიქიითა და ხანძრით დაზარალებულ 33 ოჯახს 750 000 ლარი გამოეყოფა

აჭარის მთავრობა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა თხილვანაში მცხოვრებ 28 ეკომიგრანტ ოჯახს უსაფრთხო საცხოვრისის შეძენის მიზნით 25,000- 25,000 ლარს გამოუყოფს.

აღნიშნული გადაწყვეტილება, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისის 12 აპრილის სხდომაზე იქნა მიღებული.

„კომისიის სარეკომენდაციო გადაწყვეტილებით, დახმარება ჯამში სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ 33 ოჯახს გაეწევა, რისთვისაც გამოიყოფა 750 000 ლარი კერძოდ:  ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა თხილვანაში მცხოვრებ 28 ოჯახზე გაიცემა თითოეულზე 25,000 ლარი უსაფრთხო საცხოვრისის შეძენის მიზნით. გეოლოგიურად უსაფრთხო ტერიტორიაზე სახლის მშენებლობისათვის სოფელ ახლაშენში 1 ოჯახს გამოეყოფა 15,000 ლარი.  ხანძრის შედეგად დაზარალებული 4 ოჯახის დახმარების მიზნით გამოიყოფა 35,000 ლარი.

კომისიის გადაწყვეტილებით, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა, დააწესოს მკაცრი კონტროლი სოფელ ქვედა თხილვანაში მცხოვრებ 28 ოჯახზე გამოყოფილი თანხების მიზნობრივ ხარჯვაზე. კიდევ ერთხელ გაფრთხილებული იქნა სოფელ თხილვანის მოსახლეობა რომ ადგილზე მათი ცხოვრება შეიცავს ყოველდღიურ საფრთხეს და საცხოვრისით გრძელვადიან უზრუნველყოფამდე შეთავაზებული იქნა ქირის თანხები ტერიტორიის სასწრაფოდ დატოვების მიზნით“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ - „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ ფარგლებში, თანადაფინანსებით საცხოვრებელი ფართი შეუძინა 20 ეკომიგრანტ ოჯახს, გახარჯულმა თანხამ შეადგინა 500,913 ლარი.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics