|
2017-04-13 11:18:50, 2194 ნახვა
მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი: მჯერა დონალდ ტრამპის - ის ნატო-ს ერთგულია
ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ენდობა, - ამის შესახებ სტოლტენბერგმა CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა. როგორც სტოლტენბერგმა განმარტა, ნდობა განპირობებულია იმით, რომ დონალდ ტრამპი დემოკრატიული არჩევნების პირობებში ამერიკელმა ხალხმა აირჩია. მისივე შეფასებით, დონალდ ტრამპი ნატო-ს ერთგულია. მე მჯერა, რომ ის ერთგულია ნატო-სადმი, რადგან მან ეს არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც დაამტკიცა. ახლა, პირველად ბევრი წლის განმავლობაში აშშ აძლიერებს თავის სამხედრო ყოფნას ევროპაში. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ნატო-სთვის, არამედ ვაშინგტონისთვისაც. სულ უფრო და უფრო არაპროგნოზირებად მსოფლიოში აშშ-ს მეგობრები და მოკავშირეები სჭირდება და ნატო აშშ-სთვის საუკეთესო მეგობარი და მოკავშირეა", - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობებს ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ურთიერთობები უნდა დარეგულირდეს, რათა "ცივი ომის" თავიდან არიდება მოხდეს. "რუსეთი არ აპირებს არსად წასვლას, ამიტომ მოგვიწევს მასთან ერთად ცხოვრების გზების პოვნა, რათა თავიდან ავიცილოთ კიდევ ერთი ცივი ომი. ქიმიური იარაღის გამოყენება მიუღებელია და არ შეიძლება, უპასუხოდ დარჩეს. ალიანსმა უფრო მეტი უნდა გააკეთოს ტერორიზთან საბრძოლველად. ამისთვის ყველაზე მძლავრი იარაღი ადგილზე სამხედრო ძალების გაწვრთნაა", - დასძინა მან. ცნობისთვის, იენს სტოლტენბერგი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)