03:31 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-13 09:45:40, 2340 ნახვა

ეკონომიკა
საქართველო ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მუშაობას იწყებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ინდოეთში იმყოფებოდა. მან ინდოეთში ვიზიტის შედეგებთან  დაკავშირებით მინისტრთა კაბინეტს ინფორმაცია მიაწოდა.

კერძოდ, საქართველო  ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მუშაობას იწყებს. გახარიას განმარტებით,   თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების  თაობაზე, მიზანშეწონილობის კვლევის დაწყების შესახებ, საერთო განცხადებას  მოეწერა ხელი.

„ ამ განცხადებას  ხელი მოეწერა ინდოეთის კომერციის მინისტრთან. შედეგად, ჩვენ მიზნად დავისახეთ,  6 თვეში  ამ კვლევის  დასრულება, რომ რაც შეიძლება მალე, იმ შემთხვევაში, თუ მიზანშეწონილობა  დაფიქსირდება ორივე მხარის მხრიდან,  გაფორმდეს მსგავსი ხელშეკრულება“,-აღნიშნა გიორგი გახარიამ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics