|
2017-04-12 18:20:28, 2051 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
თამარ ჩუგოშვილი: დახურულ კარს მიღმა თვითონ არის, რადგან ყველა იმ ოთახშია, გარდა პრეზიდენტისა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, ვისაც ქვეყნის ინტერესები ადარდებს, რატომ არ სურს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება. როგორც ჩუგოშვილმა პრეზიდენტის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, მმართველი ძალისთვის მოქმედი კონსტიტუცია ხელსაყრელია, მაგრამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიზნებიდან გამომდინარე, შეიმუშავეს დოკუმენტი, რომელიც მათზე მორგებული არაა. "ეს კონსტიტუცია მიიღო 2010 წელს სააკაშვილმა, მიიღო ისეთი, რომ ყოფილიყო მმართველი პარტიის ინტერესებში და მხოლოდ და მხოლოდ მმართველი ძალისთვის ყოფილიყო სასარგებლო. დღეს ჩვენ გვაქვს მოქმედი კონსტიტუცია, რომელიც აწყობს მხოლოდ მმართველ ძალას. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენთვის, ქვეყნის დემოკრატიული განვითარება არის მნიშვნელოვანი, ის, რომ სხვა პოლიტიკური პარტიები ქვეყანაში არსებობდნენ და იყოს პოლიტიკური კონკურენცია, ჩვენ წავედით ძალიან მნიშვნელოვან პროცესზე, მათ შორის საარჩევნო სისტემის ფუნდამენტურ ცვლილებაზე. ცოტა ირაციონალურია ამ პროცესიდან გარკვეული იმ სუბიექტების გამოთიშვა, რომლებიც ამას ძალიან ნათლად უნდა აცნობიერებდნენ. მე მგონია, პრეზიდენტი პროცესების გარკვეული პოლარიზაციისკენ არის წასული, რაც ძალიან სამწუხაროა. თავიდანვე იქნებოდა ძალიან კარგი და სასარგებლო, რომ საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში მიეღო მონაწილეობა, ყველა ერთად დავმსხდარიყავით და განგვეხილა და ერთად მიგვეღო ძალიან კარგი დოკუმენტი. ის დოკუმენტი, რომელიც კომისიამ შეიმუშავა, არის ძალიან კარგი დოკუმენტი. ეს დადასტურდება ობიექტური დამკვირვებლების მიერ. ამაში ეჭვი არ მეპარება. კერძოდ, ვენეციის კომისიის ექსპერტების მიერ იმიტომ, რომ ჯერჯერობით ჩვენ გვესმის იმ პირების კომენტარები, რომლებსაც თავიანთი კონკრეტული სუბიექტური, ან პოლიტიკური ინტერესები აქვთ. აქ ვგულისხმობ პოლიტიკურ პარტიებს და პრეზიდენტს. არასამთავრობო ორგანიზაციებს გავმიჯნავ ამ პროცესისგან. ამიტომ, საზოგადოება ნათლად დარწმუნდება, რომ დოკუმენტი, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ, არის არათუ გაუმჯობესებული ვერსია მოქმედი კონსტიტუციის, არამედ ძალიან კარგი დოკუმენტი და ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ ძალაუფლების მონოპოლიზაცია ერთი პარტიის, მმართველი პარტიის ხელში არ ხდებოდეს. რატომ უნდა უნდოდეს ვიღაცას ამას გაემიჯნოს, ვისაც ქვეყნის ინტერესები ადარდებს, უბრალოდ ჩემთვის არ არის ახსნადი“,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. კითხვაზე-პრეზიდენტი ფიქრობს, რომ დახურულ კარს მიღმა მიღებული გადაწყვეტილებებია, ჩუგოშვილმა ასე უპასუხა: „დახურულ კარს მიღმა თვითონ არის იმიტომ, რომ ყველა იმ ოთახშია, გარდა პრეზიდენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციისა“,-აღნიშნა ჩუგოშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)